მაროკოს მეკარემ ტრავმა ჰიმნის შესრულებისას მიიღო » სპორტის ხაზი

მაროკოს მეკარემ ტრავმა ჰიმნის შესრულებისას მიიღო

მაროკოს მეკარემ ტრავმა ჰიმნის შესრულებისას მიიღო
27-11-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ბელგიისა და მაროკოს ნაკრებების საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, სადაც აფრიკელებმა მეტოქე გუნდი 2:0 დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერეს.

აღსანიშნავია, რომ მაროკოელთა ძირითად შემადგენლობაში წინასწარი განაცხადით ესპანური სევილიის მეკარე, კერძოდ ბონო ეწერა, რაც დადასტურდა კიდეც, რადგან ბონომ მაროკოს ნაკრებთან ერთად ჰიმნიც შეასრულა.

ცხადია, ამის შემდეგ, ბონოს ყველას ძირითად შემადგენლობაში ელოდა, თუმცა დაიწერა, რომ მაროკოს ძირითადი შემადგენლობის მეკარემ ტრავმა ძალიან უცნაურად ჰიმნის შესრულებისას მიიღო, რის გამოც ის მისმა თანაგუნდელმა, მუნირმა ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, მაროკოს ნაკრები ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრას კანადის წინააღმდეგ 1 დეკემბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი