ბელგიისა და კანადის შეხვედრაში მუნდიალის უნიკალური რეკორდი დამყარდა | დეტალები » სპორტის ხაზი

ბელგიისა და კანადის შეხვედრაში მუნდიალის უნიკალური რეკორდი დამყარდა | დეტალები

ბელგიისა და კანადის შეხვედრაში მუნდიალის უნიკალური რეკორდი დამყარდა | დეტალები
24-11-2022, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა, ბელგიისა და კანადის ნაკრებების დაპირისპირება შედგა, სადაც რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრის პირველივე წუთებიდან მუნდიალის უნიკალური რეკორდი დამყარდა. საქმე ისაა, რომ კანადელთა ძირითად XI-ში თამაში ატიბა ჰატჩინსონმა დაიწყო და ის გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო - 39 წლის და 288 დღის.

ცნობისთვის, კანადა მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი