პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ფეხბურთელმა, პედრო პაულეტამ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და თქვა, რომ კვარა დიდებული ფეხბურთელია.
ხვიჩას თამაშს ძალიან კარგად ვიცნობ. ის ევროპის ჩემპიონატზე ვნახე. ვფიქრობ, ჯერ ვარსკვლავი არ არის, თუმცა დიდებული ფეხბურთელია და ასეთად ყოფნა ვარსკვლავობას მირჩევნია კიდეც.
ვფიქრობ, მას შეუძლია, რომ პარი სენ-ჟერმენს ბევრი დადებითი მისცეს.
- თქვა პაულეტამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი რეიმსის წინააღმდეგ შაბათს, ღამის 12 საათზე იგეგმება.