მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კომო ერიკ გარსიას გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო, მოლაპარაკებები უკანასკნელ ეტაპზე ჩაიშალა.
როგორც დაიწერა, ბარსელონაში დარჩენის გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელს ეკუთვნის, რაზეც დიდი გავლენა მთავარ მწვრთნელს ჰქონდა.
როგორც ჩანს, ჰანსი ფლიკს ერიკ გარსიას ეიმედება და მისი გუნდში დატოვება სურს, რაც არჩევანის გაკეთებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.
ერიკ გარსიას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბარსელონას მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული.