რუსულმა ზენიტმა ბრაზილიის ჩემპიონატიდან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლუის ენრიკე დაიმატა, რაც ყოფილ ქართველ ფეხბურთელ ზაზა ჯანაშიას არ მოეწონა.
ვერ ვხვდები ლოგიკას თუ რატომ დახარჯეს მათ ამდენი ფული. მიზეზი რა არის? ელოდებიან, რომ ევროტურნირებზე დაბრუნდებიან? ზენიტი ლუის ენრიკეს გარეშეც ძლიერი გუნდია.
იცით რა იქნებოდა უკეთესი? რომელიმე ქართველი ფეხბურთელის დამატება და შემდეგ მისი 35 მილიონ ევროდ გაყიდვა არის ის, რაც ზენიტს უნდა გაეკეთებინა.
- თქვა ჯანაშიამ.