მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გაიფორმა, პარიზულმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა, თუმცა ქართველს არცერთში არ უთამაშია.
პირველ ჯერზე ხვიჩას გუნდთან ერთადაც კი არ ჰქონდა ნავარჯიშები და ლოგიკურია, რომ განაცხადში არ შეიყვანეს, მეორეში კი კვარას თამაშის უფლება უეფას რეგლამენტის მიხედვით არ ჰქონდა.
ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ხვიჩას დებიუტი პსჟ-ში გადასვლიდან მესამე შეხვედრაში, 25 იანვარს (შაბათი), 00:00 საათზე საფრანგეთის ლიგა 1-ში, რეიმსის წინააღმდეგ შედგება.