მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა და ამ წონითი დივიზიონის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.
ზემოთხსენებულ დაპირისპირებაში დაღესტნელმა მებრძოლმა ხელი მოიტეხა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება მოუწია და UFC-მ 180 დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის გადაწყვეტილების გამო უმარი მომდევნო 180 დღე ბრძოლას ვერ მიიღებს.