მანჩესტერ იუნაიტედის ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა, მატიას დე ლიხტმა ინგლისურ კლუბში თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.
რა კლუბებშიც მითამაშია, გულშემატკივრებისგან ზეწოლა და წნეხი ძალიან დიდი იყო, მიუნხენის ბაიერნშიც და იუვენტუსშიც, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი ამ მხრივ მოწინავეა.
ბედნიერი ვარ, რომ ამსტერდამის აიაქსიდან პირდაპირ იუნაიტედში არ გადავედი, რადგან წნეხის თვალსაზრისით, ძალიან დიდი სხვაობა და ეფექტი იქნებოდა.
- თქვა დე ლიხტმა.