"მანჩესტერ სიტისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგური შეხვედრის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კვარაცხელიაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.
"მას ჩვენ ყველანი ვიცნობთ, ბევრჯერ დაამტკიცა, თუ რა დონის ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჩვენს სტილს იდეალურად მოერგება, მრავალმხრივი მოთამაშეა. ასევე, კვარას დაცვითი თამაშის კარგი უნარი აქვს"
- ამბობს ესპანელი სპეციალისტი.