საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. 22 წლის ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.
ჟურნალისტი: "ევრო 2024-ზე გასვლას გეგმავთ, თუ ჯერ ადრეა?"
მიქაუტაძე: "დიახ, ძალიან გვინდა ფინალურ ეტაპზე გავიდეთ, ვნახოთ რა მოხდება. საკმაოდ რთული ჯგუფი მოგვიწია, სადაც ესპანეთი და ნორვეგიაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასასვლელად ბოლომდე ბრძოლა იქნება საჭირო."
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ს 14 გოლით და 6 საგოლე გადაცემით ლიდერობს.