ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში მეორედ 'მეცის' თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბოლო პერიოდში გიორგი ფრანგული კლუბის რიგებში მართლაც გამოეჩეული ფიგურა გახლდათ - ბოლო სამ მატჩში გატანილი ოთხი გოლი.
22 წლის ფეხბურთელმა ამ ნოემბრის თვის პირველ შეხვედრაში საფრანგეთის თასზე 'რაონ ლეტაპს' გაუტანა. მიქაუტაძემ 'სტ. ეტიენთან' მატჩში გამოტოვა, თუმცა ყველაფერი 'პარიზის' წინააღმდეგ აანაზღაურა, სადაც სამი გოლი გაიტანა და დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.