UFC-ში მამაკაცთა Pound for Pound-ის განახლებულ რეიტინგში ახალი ტოპ 5 დადგინდა, სადაც ორ ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს ვხვდებით.
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან ახლახანს შეინარჩუნა და საუკეთესო ხუთეულში შევიდა. მერაბი ახლა მეხუთე პოზიციას იკავებს, სადაც ის მეშვიდე ადგილიდან დაწინაურდა.
რაც შეეხება ილია თოფურიას, ის მერაბ დვალიშვილს ერთი ადგილით უსწრებს. თოფურიამ ბოლო ორ ბრძოლაში UFC-ის ლეგენდები, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.