მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და მკაცრ მითითებებსაც იძლევა.
ვიღაცამ გამაგებინა, რომ ანტონი ბეტისში თუ სადღაც ასეთ გუნდში გადავიდა. ეს ფეხბურთელები მიდიან და ყველანი ბედნიერები არიან ამით. თუ მათ წასვლა სურთ, უნდა გავუშვათ და ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ!
- ამბობს რიო.
გარდა ანტონისა, კლუბიდან წასვლას უახლოვდებიან მარკუს რაშფორდი და ალეხანდრო გარნაჩოც.
მარკუსით ბარსელონა ინტერესდება და თუ გუნდი ფატის გაუშვებს, მაშინ მას რაშფორდით ჩაანაცვლებს, გარნაჩოთი კი ნაპოლია დაინტერესებული, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გზის გამგრძელებელს დაეძებს.