ჰალ სიტიმ ისევ წააგო - გუნდი ამჯერად სუონსისთან დამარცხდა » სპორტის ხაზი

ჰალ სიტიმ ისევ წააგო - გუნდი ამჯერად სუონსისთან დამარცხდა

ჰალ სიტიმ ისევ წააგო - გუნდი ამჯერად სუონსისთან დამარცხდა
17-09-2022, 20:32
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში ერთმანეთს შოთა არველაძის ჰალ სიტი და სუონსი დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიმდინარეობის დროს აშკარა იყო მასპინძლების დომინაცია, რაც სტატისტიკაშიც კი აისახა. სუონსის ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარის მიმართულებით 7-ჯერ დაარტყეს, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი საშინლად გამოიყურებოდა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და სამი გოლის გატანაც მოახერხეს.

ჰალ სიტიმ უკვე ზედიზედ მე-4 შეხვედრა დათმო. 10 ტურის შემდეგ, არველაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ იმასაც, რომ გუნდი მომდევნო შეხვედრას დუტონის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი