ხანგრძლივი სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი დატოვა, რის შემდეგაც ქართველი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდა.
ქართველ მოთამაშეზე კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ გააკეთა.
გვიხარია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ოჯახის ნაწილი გახდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე, ფანტასტიკური ტალანტია, რომელიც მოტივირებულია და გუნდისთვის თავს არ ზოგავს.
ხვიჩას ძალიან სურდა ამ კლუბში გადმოსვლა. გვიხარია, რომ ძლიერ კოლექტივს ვაყალიბებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელია პსჟ-ში დასახულ მიზნებს მიაღწევს.
- ამბობს ხელაიფი.