ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა და ფრანგებთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
რაც შეეხება ნაპოლის, ის ქართველ ფეხბურთელს ასეთი ტექსტით დაემშვიდობა:
30 გოლი, 24 პასი და უთვალავი დაუვიწყარი მომენტი, რომელმაც ის კლუბის ისტორიაში შეიყვანა. მადლობა, კვარა! ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. შენ იტალიის მარადიული ჩემპიონი ხარ!