ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა და ფრანგებთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
საქართველოს ნაკრების ლიდერის წარმატება არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა გაიზიარა, მათ შორის ჩვენივე ნაკრების მოთამაშე ზურიკო დავითაშვილმაც.
ზუკამ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნა და ზედ დააწერა, - "გილოცავ, ძმაო, შენ ეს დაიმსახურე".