მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი სამწვრთნელო საქმიანობას ანახლებს.
ნორვეგიელი სპეციალისტი თურქული ბეშიქთაშის მთავარი მწვრთნელი გახდება და კლუბთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
შეგახსენებთ, 51 წლის სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედს 2019-2021 წლებში წვრთნიდა.