რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები დავითაშვილის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ? » სპორტის ხაზი

რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები დავითაშვილის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ?

რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები დავითაშვილის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ?
17-09-2022, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ზურიკო დავითაშვილის ბორდომ თავის სტადიონზე დიჟონი მიიღო. მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანაც კი მოახერხა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

21 წლის ფეხბურთელის დამაჯერებელ შეხვედრას ფრანგი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

- "ყოჩაღ, კარგი გოლი იყო! დავითაშვილი ახალი მეფეა!"

- "კვარაცხელია, დავითაშვილი და მიქაუტაძე - ქართველებს თავდამსხმელების დიდი თაობა ჰყავთ"

- "ვინმემ იცით, ამ ბიჭის გამოსყიდვის უფლება გვაქვს?"

- "გული მიგრძნობს, ამ პატარა მებრძოლს მალე ყველანი შევიყვარებთ"

- "მადლობა ზურიკო! დიდი ხანია გოლზე ასე არ მიღრიალია. ამ მატჩის ვერმოგება დიდი იმედგაცრუება იქნებოდა".

მოგახსენებთ იმასაც, რომ ბორდო 17 ქულით პირველ ადგილზეა, უშუალო კონკურენტი კი მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი