"დორტმუნდს" გამოემშვიდობა - დონიელ მალენი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს » სპორტის ხაზი

"დორტმუნდს" გამოემშვიდობა - დონიელ მალენი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს

"დორტმუნდს" გამოემშვიდობა - დონიელ მალენი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს
15-01-2025, 19:42
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერლიგურმა "ასტონ ვილამ", გერმანული დორტმუნდის "ბორუსიადან" ნიდერლანდელი შემტევის დამატების შესახებ გულშემატკივარს სოციალური მედიის საშუალებით ამცნო.

"ასტონ ვილა" მოხარულია გაცნობოთ ნიდერლანდელი შემტევის, დონიელ მალენის დამატება "დორტმუნდიდან"

- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

"ასტონ ვილა“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.

კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ადრე პრესაში წერდნენ, რომ ინგლისურ კლუბს 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

მიმდინარე სეზონში "შავ-ყვითლების" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი