ბოლო რამდენი თვის განმავლობაში იწერებოდა, რომ ბარსელონას ამადუ ონანას დამატება სურდა, თუმცა კატალონიელებს ახალი გეგმების დასახვა მოუწევთ.
ახალგაზრდა ბელგიელი ნახევარმცველი ევერტონიდან ასტონ ვილაში გადავიდა. ონანა ამბობდა, რომ მისი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო, ამის გაკეთებას კი ამადუ ბირმინგემელებთან ერთად შეძლებს.
ბარსელონა მონიტორინგს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა მათ სპორტულ დირექტორ დეკუს მთავარ წინაღობად ონანას სატრანსფერო ღირებულება მიაჩნდა.
ონანა ევერტონის შეუცვლელი წევრი იყო და ასეა ბელგიის ეროვნულ ნაკრებშიც. მისი სახით ასტონ ვილამ საკმაოდ ძლიერი მოთამაშე დაიმატა.