ვან ბასტენი და ვან დაიკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ? | დეტალები » სპორტის ხაზი

ვან ბასტენი და ვან დაიკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ? | დეტალები

ვან ბასტენი და ვან დაიკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ? | დეტალები
26-11-2022, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის A ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებმა მე-4 ქულა მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად ამისა, საკუთარი ნაკრების თამაშით უკმაყოფილო დარჩა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მარკო ვან ბასტენი, რომელმაც ვირჯილ ვან დაიკის ევკადორთან ნაჩვენები თამაში დაიწუნა და ნიდერლანდების კაპიტანი საჯაროდ გააკრიტიკა:

"ვალენსიას საგოლე ეპიზოდში ვან დაიკი უბრალოდ იდგა და უცდიდა თუ როდის დაარტყამდა მეტოქე. საერთოდ რას უყურებდა ის? ვირჯილს სივრცეები უფრო მეტად უნდა შეეზღუდა, მან კი ვალენსიას უბრალოდ დარტყმის შესაძლებლობა მისცა. ვირჯილ ვან დაიკი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს. ის მხოლოდ ხმას გამოსცემს, სულ ესაა." - მარკო ვან ბასტენი.

რასაკვირველია, თანამემამულის კრიტიკის შესახებ თავად ვირჯილ ვან დაიკსაც ჰკითხეს, რაზეც ნიდერლანდების ამჟამინდელმა კაპიტანმა თქვა, რომ ვან ბასტენი პოზიტიური კუთხით არასდროს ფიქრობს, ხოლო სტუდიიდან კომენტარის გაკეთება და ფეხბურთელების შეფასება იოლია და ყველას შეუძლია:

"ჩემი კაპიტნობა ეფექტურია თუ არა? - არ მესმის, რატომ გსურთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. მე ყოველთვის ვუდგავარ ნაკრებს სათავეში და საუკეთესო გზით ვცდილობ, რომ მას ვულიდერო." - ვირჯილ ვან დაიკი.

შეგახსენებთ, რომ ლუის ვან გაალის ნიდერლანდების ნაკრები მუნდიალის მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, ტურნირის მასპინძელ კატარის წინააღმდეგ 19:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი