როგორც ფაბრიციო რომანო ადასტურებს, მანჩესტერმა ახალგაზრდა პარაგვაელი ფეხბურთელი, პედრო ლეონი დაიმატა.
კლუბს მისი ტრანსფერი 5 მილიონ ევრომდე დაუჯდა. მარცხენა მცველი იუნაიტედში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს მომავალში გაივლის.
პედრო ლეონი 17 წლის გახლავთ და იუნაიტედს 18 წლის ასაკში შეუერთდება, იქამდე კი კვლავ პარაგვაიში, სერო პორტენოში ითამაშებს.