ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგაში ჰაიდენჰაიმთან ერთად დებიუტი გუშინ ჰქონდა. მისმა გუნდმა უნიონ ბერლინს 2:0 მოუგო.
აი, რა თქვა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა მატჩის შემდეგ ბუდუზე:
ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქეს კაცი გაუძევეს. ბუდუ მეორე სართულზე ბევრ ბურთს იგებს, რაც მნიშვნელოვნად გვეხმარება.
ზივზივაძე მშრომელი და მებრძოლი ფეხბურთელია. მასში ის მომწონს, რომ გოლის გატანის შანსს რომ იღებს, არასდროს ყოყმანობს.
- თქვა შმიდტმა.