უკვე თითქმის ყველა ავტორიტეტული გამოცემა და ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს.
როგორც აღმოჩნდა, ნაპოლიმ საბოლოოდ მაინც არ შესთავაზა კვარას შესაბამისი პირობები, ფრანგები კი ქართველს 5-ჯერ დიდ ხელფასს დაპირდნენ.
ახალ კლუბში კვარას პოზიციაზე ორი გამორჩეული ფეხბურთელია, ესენია: ბრედლი ბარკოლა და ნასირ დუე, ხვიჩას კი კონკურენციის გაწევა სწორედ მათთან მოუწევს.
ცხადია, როცა 80 მილიონს იხდიან, ეს ნიშნავს იმას, რომ კლუბს ხვიჩა პირველ ნომრად სურს, თუმცა დუესა და ბარკოლას სახით ქართველს ნამდვილად ძლიერი კონკურენტები ეყოლება.
19 წლის დუეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 პასი აქვს მითვლილი, ბარკოლას კი 10 გოლი და 2 ასისტი.