სინამდვილეში ყველაფერს ხვიჩას აბრალებენ - რა ხდება რეალურად ნაპოლიში » სპორტის ხაზი

სინამდვილეში ყველაფერს ხვიჩას აბრალებენ - რა ხდება რეალურად ნაპოლიში

სინამდვილეში ყველაფერს ხვიჩას აბრალებენ - რა ხდება რეალურად ნაპოლიში
გუშინ, 18:57
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ მედიაში ანტონიო კონტეს კომენტარი გავრცელდა, რომელიც ამბობს, რომ კვარაცხელიამ გუნდიდან წასვლა პირადად სთხოვა.

Geo Team-მა სიტუაცია საპირისპიროდ დაინახა და დაწერა, რომ ნაპოლიში ახლა ყველაფრის ფეხბურთელისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

ვინ დაიჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტესთან მივიდა და გუნდიდან გაშვება მოთხოვა? სასაცილოა! იმ ყველაფრის ფონზე, როცა სიტუაცია გადამწყვეტ ეტაპზე მივიდა, ნაპოლი ადგა და გადაწყვიტა, ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას გადააბრალოს.

ხვიჩას მისვლის დღიდან გუნდში 1.2 მილიონი ჰქონდა ხელფასი. კლუბშიც კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება და ევროპულ ფეხბურთში აღარც ვსაუბრობ. კონტე ხომ არ იტყოდა, 2.5 წელი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ისეთი პირობები ჰქონდა, ეს დაცინვა იყოო? ამის გამო ფანები გუნდის ხელმძღვანელობაზე გაბრაზდებოდნენ. კონტე ადგა და ყველაფერი ხვიჩას დააბრალა.

- წერს ქართული გვერდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი