საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
გერმანიის ბუნდესლიგის რიგით მე-16 ტურში ჰაიდენჰაიმმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 მოუგო.
რაც შეეხება ბუდუს, ის თავიდანვე სასტარტოში იყო და მატჩში მონაწილეობა 90 წუთით მიიღო, მისი საბოლოო შეფასება კი 7.5 გახლდათ.