ბოლო დროს ხშირი იყო სხვადასხვაგვარი ინფორმაცია, თუ სად გააგრძელებდა საქართველოს ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას.
Geo Team-ზე დაყრდნობით, ლოჩოშვილი 6-თვიანი იჯარით "სალერნიტანაში" ითამაშებს, ხოლო ჩაიდება თუ არა ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი, უახლოეს საათებში გვეცოდინება.
"პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ ლუკა ლოჩოშვილიც და სალერნიტანაც. ქართველი მცველი ამ პერიოდში გარანტირებულ სათამაშო დროს მიიღებს"
- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.