როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბუდუ ზივზივაძემ კარლსრუე დატოვა და ჰაიდენჰაიმს შეუერთდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი ჰაიდენჰაიმმა სულ რაღაც 1.8 მილიონ ევროდ დაიმატა.
თუ გავითვალისწინებთ ბუდუ ზივზივაძის სათამაშო ფორმას და ასაკს, შეიძლება ითქვას, რომ ჰაიდენჰაიმს კარლსრუესთან მართლაც მშვენიერი ვაჭრობა გამოუვიდა.
ბუდუს ბუნდესლიგა 2-ის 17 თამაშში 12 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ვიმედოვნოთ, რომ ქართველი ფორვარდი ანალოგიურის გაკეთებას უკვე გერმანიის უმაღლეს დივიზიონშიც შეძლებს!