ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ აღნიშნა, რომ ბუდუ ზივზივაძე იმაზე კარგ ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს, ვიდრე მეორე ბუნდესლიგაა.
კარლსრუესთან კონტრაქტი ზივზივაძეს ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. ბუდუს ბუნდესლიგასა და საფრანგეთის ლიგა 1-ში იწვევდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა. მოსაფიქრებლად დრო გვაქვს, თუ კარლსრუე ბუნდესლიგაში დაბრუნდება, ზივზივაძე ამ გუნდში თავს კარგად გრძნობს და, შესაძლოა, დარჩეს.
ზივზივაძე უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს, თორემ დაბალი ლიგებიდან არაერთი წინადადება იყო.
- თქვა ოდილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას 6 გატანილი გოლით ლიდერობს.