ხვიჩა კვარაცხელიასა და "პარი სენ-ჟერმენის" კავშირები სულ უფრო და უფრო სწრაფად იღებს საბოლოო სახეს.
ფრანგები ქართველის გადაბირებით უკვე დიდი ხანია არიან დაინტერესებული, ჯერ კიდევ ზაფხულიდან, თუმცა მაშინ ნეაპოლელთა თავკაცის, ანტონიო კონტეს, "კვარამ" იტალია ვერ დატოვა.
რაც შეეხება თავად ხვიჩას პოზიციას, მას "ნაპოლიდან" წასვლა ზაფხულშივე სურდა და მზად იყო ახალი გამოწვევებისთვის, ეს პოზიცია დღესაც, კვლავ, უცვლელია.
ფინალური გადაწყვეტილება და ბოლო ნაბიჯის გადადგმა იტალიურ მხარეზეა დამოკიდებული. სწორედ ამის შემდეგ დაესმება წერტილი კვარაცხელიას სატრანსფერო საგას.