ბათუმის "დინამო" ფეხბურთელთა ნაწილმა დატოვა.
აჭარული გუნდის მაისურით აღარ იასპარეზებენ ნახევარმცველი დიტო ფაჩულია, მარჯვენა და მარცხენა მცველები, ნიკა მალი და ლევან ხარაბაძე, ასევე თავდამსხმელები – დავით მუჯირი და ონორე გომისი.
"გუნდი მუშაობს ახალ ტრანსფერებზე. უმოკლეს დროში გაგაცნობთ ამბებს ახალწვეულებთან დაკავშირებით" - წერს ბათუმელთა გუნდის პრეს-სამსახური.