ნიდერლანდების ანტირეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე | დეტალები » სპორტის ხაზი

ნიდერლანდების ანტირეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე | დეტალები

ნიდერლანდების ანტირეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე | დეტალები
26-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა ნიდერლანდებისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გაიმართა, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და ჯგუფის სათავეში 4-4 ქულით დარჩნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ლუის ვან გაალმა. ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მსგავსი თამაშის ხარისხით მსოფლიოს ჩემპიონობას ვერ მიაღწევს, ამიტომ გუნდის თამაში გამოსწორებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების გუშინდელ შეხვედრაში ევროპელებმა მათთვის ძალიან ცუდი ანტირეკორდი დაამყარეს. ნიდერლანდები გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე 1966 წლის შემდეგ კარისკენ მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია.

ცნობისთვის, ლუის ვან გაალის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს კატარის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ კატარი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ამავე მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე უკვე ოფიციალურად ჩარჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი