როგორც მოსალოდნელი იყო, ტოტენჰემმა სონ ჰეუნ-მინთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ინფორმაციას ამის თაობაზე ლონდონური კლუბის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
მხარეებს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, 32 წლის კორეელი შემტევი ტოტენჰემის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 431 მატჩში თავის გამოჩენა 169 გოლითა და 90 საგოლე გადაცემით მოახერხა.