ლივერპულის მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მერსესაიდული კლუბისგან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდ აქტიურობას არ უნდა ველოდოთ.
"ლივერპული ისეთი გუნდია, რომელიც სატრანსფერო ფანჯარას ყოველთვის აკვირდება და თუ ბაზარზე შესაფერისი კანდიდატურა გამოჩნდება, ეს კლუბი ყოველთვის მოქმედებს.
სამწუხაროდ ჯო გომესი დაგვაკლდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში დაბრუნდება და მინდა ავღნიშნო, რომ კლუბში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი იმსახურებს ნდობას", - განაცხადა სლოტმა.
ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ ლივერპული პრემიერ ლიგას 46 ქულით ლიდერობს და უშუალო კონკურენტებს 6 ქულთ უსწრებს, თანაც არნე სლოტის გუნდს სხვებთან შედარებით ერთით ნაკლები (19) მატჩი აქვს ჩატარებული.