დიდი ქამბექი შედგა - "დერბი დელა მადონინამ" იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გამოავლინა » სპორტის ხაზი

დიდი ქამბექი შედგა - "დერბი დელა მადონინამ" იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გამოავლინა

დიდი ქამბექი შედგა - "დერბი დელა მადონინამ" იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გამოავლინა
7-01-2025, 01:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სუპერთასის ფინალში გულშემატკივარმა, საუდის არაბეთში გამართული "დერბი დე ლა მადონინა" იხილა.

დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, სადაც გამარჯვება კონსეისაუს გუნდმა მოიპოვა.

თავდაპირველად, ინძაგის გუნდი 2:0-საც იგებდა, თუმცა "როსონერიმ" დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და თამაში "დააქამბექა".

52-ე წუთზე ტეო ერნანდესმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მე-80 წუთზე კი კრისტიან პულისიჩმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ტამი აბრაჰამმა გაიტანა და „მილანს“ ისტორიაში სუპერთასის მე-8 ტიტული მოაგებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი