იტალიის ჩემპიონატში მე-18 ტურში ვენეციასთან მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მიმდინარე სეზონი შეაფასა.
"სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ 18 თამაშში 41 ქულა გვექნებოდა და სატურნირო ცხრილის სათავეში ვიქნებოდით. მიღწეული შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს დიდი შრომის შედეგია.
ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან და ბევრს მუშაობენ, ამიტომაცაა, რომ ამდენი მატჩის მოგება მოვახერხეთ - ასე უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, 18 ტურის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდი 41 ქულით ატალანტასტან ერთად პირველობას იყოფს.