საფეხბურთო კლუბ თელავს 44 წლის ვალერი გაგუა ჩაიბარებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუქ გვერდი 90 წუთი ავრცელებს.
"ვალერი გაგუა ბოლოს დინამო 2-ს წვრთნიდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაემშვიდობა. მან გუნდთან ერთად ორჯერ ოქროს და ერთხელ ვერცხლის მედლები მოიპოვა. დასრულებული სეზონი ვალერი გაგუამ ასევე დინამო 2-ში გაატარა და დინამოს ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეუნარჩუნა.
კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში დაადასტურებს", - წერია 90 წუთის განცხადებაში.