ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის ლიდერების შეხვედრა, სადაც ნიდერლანდების ნაკრები ეკვადროს საწყის წუთებში მინიმალურად, 1:0-ს ამარცხებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპელთა მხრიდან თავის გამოჩენა კვლავ ნიდერლანდური პსვ-ს ფეხბურთელმა, კოდი გაკპომ შეძლო, რომელმაც წინა ტურში სენეგალის კარის აღებაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ კოდი გაკპოს პსვ-ს შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი აქვს. ნიდერლანდელ ფორვარდს ერედივიზიონის 14 შეხვედრაში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.
ცნობისთვის, თუ ლუის ვან გაალის გუნდი ამ თამაშის მოგებას მოახერხებს, მაშინ ნიდერლანდების ნაკრები, უდიდესი ალბათობით, ჯგუფს დაძლევს და მუნდიალის ფლეიოფში ითამაშებს.