"გაგიჟდა თუ რა ხდება?", - ჯანაშიამ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა » სპორტის ხაზი

"გაგიჟდა თუ რა ხდება?", - ჯანაშიამ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

"გაგიჟდა თუ რა ხდება?", - ჯანაშიამ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა
17-09-2022, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი თავდამსხმელი, ზაზა ჯანაშია, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის განცხადებას ეხმაურება.

სვანაძის თქმით, მისი პირადი აზრია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა ითამაშოს.

"ვიცნობ რამაზ სვანაძეს და არ ვიცი ეს რატომ თქვა, გაგიჟდა თუ რა ხდება? სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან რა შუაშია? პოლიტიკა და სპორტი ერთად ვერ იქნება, წინააღმდეგი ვარ სვანაძის განცხადების.

ქართველი ფეხბურთელები რუსეთში, რუსები კი საქართველოში მუდამ თამაშობდნენ და ეს პრობლემა არასდროს გამხდარა
", - განაცხადა ჯანაშიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი