"ეს მართლაც ასეა" - ენცო ფერნანდესმა მარესკა დაიცვა? » სპორტის ხაზი

"ეს მართლაც ასეა" - ენცო ფერნანდესმა მარესკა დაიცვა?

"ეს მართლაც ასეა" - ენცო ფერნანდესმა მარესკა დაიცვა?
27-12-2024, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ჩელსი პრემიერ ლიგის მე-2 ადგილს 35 ქულით იკავებს, მთავარ მწვრთნელს მაინც მიაჩნია, რომ გუნდი სატიტულო რბოლაში არაა ჩართული.

ეს ერთგვარი პარადოქსი ბევრ გულშემატკივარს უჩენს კითხვებს, რაც ჟურნალისტებმა შეკითხვად აქციეს, მას კი ენცო ფერნანდესმა უპასუხა.

უბრალოდ არ მესმის ეს კითხვა. თუ მწვრთნელი ამბობს, რომ სატიტულო რბოლაში არ ვართ, ეს იმიტომ, რომ მართლაც ასეა.

ჩვენ ყოველთვის ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ იმისთვის, რათა ჩელსის ღირსება დავიცვათ და ცხრილში რაც შეიძლება მაღლა დავტოვოთ.

- თქვა ენცო ფერნანდესმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი