ლიონის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა - ქართველმა გულშემატკივრებში ჩატარებულ გამოკითხვაში დიდი უპირატესობით მოიგო და ხმათა 76% მიიღო.
შეგახსენებთ, ქართველმა ფორვარდმა დეკემბრის თვეში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოასწრო, ისე კი ლიონის მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში თავი 7 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.