უნგრეთმა საქართველოს ევროპაზე მონაწილეობით თავი მოიწონა » სპორტის ხაზი

უნგრეთმა საქართველოს ევროპაზე მონაწილეობით თავი მოიწონა

უნგრეთმა საქართველოს ევროპაზე მონაწილეობით თავი მოიწონა
3-06-2024, 23:18
Aa Aa
გაზიარება:

უნგრეთმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით თავი მოიწონა და ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ქართველებს EURO 2024-ზე მათი გამოწრთვნილი სამი ფეხბურთელი მიჰყვებათ.

"საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ EURO 2024-ის 26 კაციან განაცხადში უნგრეთის ჩემპიონატის გამოცდილება მიღებული სამი ფეხბურთელი შეიყვანა.

"პირველი ასეთი მოთამაშე ლაშა დვალია, რომელიც "ფერენცვაროშში" 2019 წელს პოლონეთდან 500 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სამი წლის განმავლობაში ქართველმა ოთხი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა . ხშირი ტრავმიანობის გამო მხოლოდ 63 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ნამდვილად კარგი გამოცდილება მიიღო.

"მორიგი მდიდარი გამოცდილების მქონე ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძეა, რომელიც სხვადასხვა დროს "მეზოკოვეშდის", "ფეჰერვარისა" და"უიპეშტის" მაისურებს ატარებდა. უნგრული კლუბების ყურადღება მან "ტორპედოდან" მიიქცია, რის შედეგადაც "ფეჰერბარში" მცირე სათამაშო პრაქტიკა მიიღო.

"უიპეტშტში" იჯარით გადასვლის შემდეგ თავი კარგად გამოიჩინა და 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა. უკან დაბრუნების შემდეგაც არ უთამაშია ცუდად, მაგრამ ერთ-ერთ შეხვედრაში მომხდარმა ინციდენტმა მისი კარიერა რამის დაანგრია, როდესაც მან პრინციპულ მეტოქეს მაისური გაუცვალა. კლუბმა იგი დუბლიორებში გაამწესა, რასაც ბუდუ არ დასჯერდა და „კარლსრუეში“ გადაბარგდა.

"ახალ კლუბში ზივზივაძემ თავის დამკვიდრება რთულად, მაგრამ მაინც მოახერხა, რის შედეგადაც ნაკრებშიც გამოიძახეს და ლუქსემბურგთან მატჩის გმირიც გახდა, როდესაც დუბლი გაიფორმა და ქვეყანა ფინალში გაიყვანა. იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ევროპაზე თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

"და მესამე ქართველი - გიორგი ქვილითაია, ჩვნეთვის კარგად ნაცნობი მოთამაშე. იგი 11 წლის წინ "დიორ ეტოოში" გახდა უნგრეთიშ ჩემპიონი, მაგრამ მოედანზე მთელ სეზონში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.

"ამის შემდეგ ქართველი სამშობლოში გადაბარგდა, თუმცა უკან დაბრუნდა და დიორელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ნაყოფიერად იასპარეზა. 11 შეხვედრაში "პაკშს" გოლიც გაუტანა", - ვკითხულობთ უნგრულ სტატიაში.

ლაშა დვალმა ნაკრებში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, გიორგიმ 37 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ 25 ჯერ მოირგო ნაკრების მაისური, მეტოქის კარი კი 7-ჯერ დალაშქრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი