"კვარაცხელია სერია A-ს სრულყოფილი ფეხბურთელია" | ფედერიკო ბერნარდესკი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია სერია A-ს სრულყოფილი ფეხბურთელია" | ფედერიკო ბერნარდესკი

"კვარაცხელია სერია A-ს სრულყოფილი ფეხბურთელია" | ფედერიკო ბერნარდესკი
25-11-2022, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელმაც ევრო 2020 იტალიასთან ერთად მოიგო, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარა ამ მომენტისთვის იტალიის სერია A-ს ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი ფეხბურთელია:

"ნაპოლი ნამდვილ საოცრებებს აკეთებს, რაშიც მათ განსაკუთრებით ერთი ექსტრაორდინალური მოთამაშე ეხმარებათ - ხვიჩა კვარაცხელია. ეს ბიჭი ჩემი ფავორიტია და თამამად ვამბობ, რომ მისი მსგავსი სრულყოფილი და ძლიერი ფეხბურთელი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ხვიჩა კარგი ინტელექტით გამოირჩევა, დარტყმაც მშვენიერი აქვს და დრიბლინგიც, მისი სიჩქარე კი მეტოქეებს ანადგურებს. ჩემი აზრით, სპალეტის გუნდს კვარაცხელიას სეზონის შემდეგ შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს."

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ფიორენტინასა და იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა სერია A-ს ორ გუნდზე, ნაპოლისა და იუვენტუსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის, მასიმილიანო ალეგრის უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის:

"სეზონი იუვენტუსმა კარგად ვერ დაიწყო და ცხადი იყო, რომ ნამდვილი იუვეს ნახვა წინ გველოდა, რაც ბოლო თამაშებში ვიხილეთ კიდეც. ვფიქრობ, ჯამურად იუვენტუსს უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ნაპოლის. ის ფეხბურთელები, რომლებიც იუვეს ტრავმის გამო აკლია, დროთა განმავლობაში დაბრუნდებიან და თავის სიტყვას იტყვიან, განსაკუთრებით კი ამას ფედერიკო კიეზასგან ველი." - ფედერიკო ბერნარდესკი.

ცნობისთვის, ფედერიკო ბერნარდესკი იტალიის სერია A-ში 9 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან ჯერ კროტონეს მაისური მოირგო, შემდეგ ფიორენტინას, ბოლოს კი იუვენტუსის. რაც შეეხება მის ამჟამინდელ კარიერას, ის MLS-ში, კერძოდ ტორონტოს შემადგენლობაში თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი