კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება - ვან დაიკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება - ვან დაიკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება - ვან დაიკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
23-12-2024, 17:25
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის 33 წლის მცველს ვან დაიკს კლუბთან არსებული ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება.

ნიდერლანდელმა მცველმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე მცირე კომენტარიც გააკეთა.

"მოლაპარაკებებში დედლაინი არ გვაქვს, ამიტომ პროცესს მივყვებით და ვნახოთ ეს რას მოგვიტანს - არის თუ არა რაიმე სიახლე? ჯერჯერობით არა", - განაცხადა ვან დაიკმა.

შეგახსენებთ, ვან დაიკმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი