ხვალ, ლიონი საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში რანგით მეოთხე დივიზიონის ფენი ოლნუასთს დაუპირისპირდება.
ადგილობრივი გამოცემა Lyonfoot-ის ინფორმაციით, ზემოთხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობას გიორგი მიქაუტაძე ვერ მიიღებს.
წყაროს ამის მიზეზად ქართველი ფეხბურთელის ავადმყოფობას ასახელებს - გიორგი გაციებულია, რის გამოც კლუბის მაღაზიაში საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა და ფანებთან შეხვედრაც ვერ მოახერხა.