იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ნაპოლის ამჟამინდელ შემადგენლობაზე ისაუბრა და ანტონიო კონტეს მცირედი რჩევას მისცა.
"კონტეს მთავარი ამოცანა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ ხვიჩა გააუმჯობესოს და პოლიტანოსა და ნერეშს შორის კონკურენცია შექმნას.
ან შეიძლება ნერეში სულაც მაკტომინეისთან ცენტრში შეიწიოს - არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ეს იდეა ძალიან მომწონს. როდესაც კონტეს პირადად ვნახავ, ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი", - განაცხადა ადანმა.
შეგახსენებთ, ხვიჩას ტრავმის პერიოდში გუნდს დევიდ ნერეში ეხმარება და საკმაოდ წარმატებულადაც, რის გამოც რამდენიმე იტალიურმა გამოცემა უკვე დაწერა, რომ ქართველს სასტარტო შემადგენლობაში დასაბრუნებლად დიდი ბრძოლა მოუწევს.