ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა "პრაიმ სპორტთან“ ინტერვიუში მის ზედმეტ სახელთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.
"რაც არ უნდა მევარჯიშა ხელები ზომაში საგრძნობლად მეზრდებოდა. ეს გარკვეულწილად მომიხდა კიდეც. უცხოეთში და ახლა საქართველოშიც "ქართველ ჰალკს" მეძახიან, რაზეც ხშირად მეღიმება ხოლმე", – განაცხადა ლევანმა.