საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ბრწყინვალე სეზონსა და მის პოტენციურ ტრანსფერზე გერმანული მედიაში ხშირად წერენ.
ამ საკითხს გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი, სებასტიან ფრეისიც ეხმაურება.
"ყველამ იცის რომ ბუდუ ზივზივაძე ჩვენი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი გაშვება ზამთარში ჩვენს გეგმებში არ შედის.
მიუხედავად ამისა, გამორიცხული მაინც არაფერია და შანსები კვლავ არსებობს"
- თქვა ფრეისმა.
ბუდუ ზივზივაძეს ამ სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.