FIFA-მ ახლახანს ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ვილი სანიოლის გუნდი 68-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრების მდევარი ფინეთი გახლავთ, ხოლო ჩვენზე ერთი პოზიციით მაღლა ჩრდ.მაკედონია არის გამწესებული.
რაც შეეხება საუკეთესოთა ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1. არგენტინა - 1867.25 ქულა
2. საფრანგეთი - 1859.78
3. ესპანეთი - 1853.27
4. ინგლისი - 1813.81
5. ბრაზილია - 1775.85
6. პორტუგალია - 1756.12
7. ნიდერლანდები - 1747.55
8. ბელგია - 1740.62
9. იტალია - 1731.51
10. გერმანია - 1703.79